ჩვენი მეურნეობა მდებარეობს ვარციხის ეროვნულ ნაკრძალში ქ. ქუთაისიდან 7 კილომეტრის დაშორებით, ლამაზი ბუნებით და შესანიშნავი ხედებით. სადაც კარგადაა წარმოჩენილი იმერული ტრადიციები და სტუმართმასპინძლობა ასევე იმერული სოფლის ხიბლი. თქვენ შეგიძლიათ დიდი სიამოვნება მიიღოთ ხოხობზე თუ მწყერზე ნადირობით, ასევე ტბებზე თევზაობით. თავისუფალ დროს კი შეგეძლაბათ ისეირნოთ ცხენებზე და ველოსიპეტებზე. ასევე შესაძლებლობა მოგეცემათ თქვენს მიერ ნანადირევის და ნათევზავების დაგემოვნების. სურვილის შემთხვევაში მათ მომზადებაში უშვალოდ მიიღებთ მონაწილეობას. საღამო კი იმერული სუფრით დასრულება. რომელსაც წარუძღვება თამადა. |
| Read more text |
იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან – იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე და იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაცაა. |


